ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოძახებას უკვე ახალი, ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით შეასრულებენ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონებში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა.

ჯიპის ტიპის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის მანქანების გადაცემა გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.