მოსკოვი დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს რუსეთში 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს
01-04-2018, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დიდ ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს ბრალის დასდო იმაში, რომ ისინი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლას ცდილობენ.

 


რუსულ სატელევიზიო არხთან საუბრისას მან თქვა, რომ მათი „მთავარი მიზანია“ „მსოფლიო ჩეპიონატი რუსეთში არ ჩატარდეს“.

 


როგორც BBC იუწყება, ტელეარხ „5 TV“-სთან საუბრისას ზახაროვამ განაცხადა: „მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის რაზეც ისინი ზრუნავენ არის ის, რომ რუსეთი მსოფლიო თასიდან გამოთიშონ. ისინი ყველანაირ ღონეს იხმარენ ამისათვის“.

 


დიდი ბრიტანეთი ცდილობს დასაჯოს რუსეთი მას შემდეგ, რაც მას ბრიტანეთის მოქალაქის, ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის რუსული წარმოების ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში დასდო ბრალი.

 


სამეფო ოჯახი მსოფლიო თასზე დასასწრებად რუსეთში ჩასვლას არ აპირებს.

 


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მსოფლიო თასი ნაცისტური გერმანიის 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებს შეადარა, ხოლო ერთ-ერთმა ბრიტანელმა პარლამენტარმა მსოფლიო ჩემპიონატის გადადების ან სხვა ქვეყანაში გადატანის მოწოდება გააკეთა.

 


მიუხედავად ამისა, ამჟამად დღის წესრიგში არ დგას საკითხი, რომ ინგლისის საფეხბურთო გუნდი ბოიკოტის გამოცხადებას აპირებდეს პრესტიჟული ჩემპიონატისათვის, რომელიც ივნისში გაიხსნება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი