რომის პაპმა თავის სააღდგომო ქადაგებაში იმედი გამოთქვა, რომ „ამ აღდგომამ შესაძლოა, ისე გაანათოს ყველა პოლიტიკური და სამხედრო ლიდერის შეგნება, რომ ხოცვა-ჟლეტის სწრაფი დასასრულის მომსწრენი გავხდეთ“
01-04-2018, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვატიკანიდან თავის სააღდგომო გზავნილში რომის პაპმა მოწოდება გააკეთა, რომ დასრულდეს „ხოცვა-ჟლეტა“ სირიაში. 

 


BBC-ის ცნობით, მან ასევე შესთხოვა ღმერთს სამხრეთ სუდანასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჭრილობების შეხორცება მოახდინოს და დაჟინებით მოუწოდა კორეის ნახევარკუნძულზე დიალოგისაკენ.

 


ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი წმინდა პეტრეს მოედანზე მისი ქადაგების მოსასმენად.

 


„დღეს ჩვენ ვევედრებით მშვიდობას მთელი მსოფლიოსთვის, დაწყებული ძვირფასი და ხანგრძლივად ტანჯული სირიის მიწისათვის, რომლის მცხოვრებნიც იმედგაწბილებულნი არიან პრაქტიკულად დაუსრულებელი ომით“, განაცხადა პაპმა.

 


„ამ აღდგომამ შესაძლოა ისე გაანათოს ყველა პოლიტიკური და სამხედრო ლიდერის შეგნება, რომ ხოცვა-ჟლეტის სწრაფი დასასრულის მომსწრენი გავხდეთ“, აღნიშნა რომის პაპმა.

 


მისი მმართველობის 5 წლის განმავლობაში, პაპი ფრანცისკე მუდმივად ღიად გმობდა სირიის კონფლიქტს. კვირას, მთელ რეგიონზე საუბრისას მან თქვა: „ჩვენ წმინდა მიწისთვის შერიგების მავედრებელნი ვართ... დიალოგმა და ორმხრივმა პატივისცემამ შესაძლოა რომ გაიმარჯვოს დაყოფასა და ძალადობაზე“.

 

 

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებზე საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები, რომლის მიზანიცაა ხანგრძლივი დაძაბულობების შემსუბუქება კორეის ნახევარკუნძულზე, „წინ წასწევს ჰარმონიას და მშვიდობას“.

 

 

პაპმა ასევე იმედი გამოხატა, რომ დასრულდება ძალადობა და დაყოფა უკრაინასა და ვენესუელაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი