„სითი ინსტიტუტი” ეთანხმება მერიის მოსაზრებას, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ასახული დოკუმენტის განხორციელების გზები, აცხადებს „სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.
„სამწუხაროდ, ქალაქის განვითარების ისტორია იცით, ქალაქში ბევრი ნაკვეთია შეუსაბამო ტერიტორიაზე გაცემული. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზე იქნება საუბარი, ალბათ უფრო დეტალურად, ერთობლივად შევჯერდეთ მერიასთან, რომ გენგეგმა თაროზე შემოსადები კი არ იყოს, რეალურად განხორციელდეს. საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელიც მრავლად არის წარმოდგენილი შესასრულებლად, როგორ შეიძლება მერიამ მაქსიმალურად შეასრულოს. იცით, რომ არც ერთი ქალაქის გენგეგმა 100 პროცენტით არ სრულდება. ამაზე ჩვენ გვექნება სამსახურებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. არც მერიას უნდა და არც ჩვენ, რომ ეს გეგმა თაროზე შემოიდოს“, განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კომპანია „სითი ინსტიტუტს” ვადა პირველ ივნისამდე მისცა. გადაწყვეტილების მიღებამდე კი, „სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლებთან მერმა შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.