ადმინისტრაციულ ერთეულებში ხარაგაულის მერის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დავალებები მიიღეს
02-04-2018, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ, სადაც მათ, სპეციალურად შექმნილ საკოორდინაციო შტაბში კონკრეტული მითითებები და დავალებები მიიღეს.

 


აზიური მავნებელი ზამთრის სეზონიდან გამოსვლას ერთ თვეში დაიწყებს, ამიტომ, მოსახლეობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროების მიერ გავრცელებული რეკომენდაციები, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

 

 

მერის წარმომადგენლებმა პირადად დაათვალიერეს აბაშის შტაბში მობილიზებული სპეცტექნიკა, რითაც, კონკრეტულ სოფელში ათზე მეტი მავნებლის დაფიქსირების შემთხვევაში, ბრიგადა ადგილზე გადის და ყველა წესისა და პირობის დაცვით იწყება სათადარიგო ზომების მიღება.

 


შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში უკვე დაწყებულია ფაროსანას დამჭერი საშუალებების ე.წ. „ფერომონების“ განთავსება. ასევე, არის რამდენიმე ბუნებრივი საშუალება, რითაც შეგვიძლია, მოსახლეობის ჩართულობით ვებრძოლოთ აზიურ მავნებელს.

 


მნიშვნელოვანია, რომ 25 აპრილიდან, თვის დასასრულამდე პერიოდში, სოფელ ვარძიაში, სადაც, ამ დროისთვის, ყველაზე მეტი ფაროსანაა დაფიქსირებული, დაიგეგმა საცდელი/საჩვენებლი შეხვედრა მოსახლეობასთან, მეტი ინფორმირებულობისა და აზიურ მავნებელთან ბრძოლის ცნობადობის ამაღლების მიზნით.

 

 

ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი