შვეიცარიის პოლიციამ ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავა.
"ბიბისის" ცნობით, დაკავების ოპერაცია ქალაქ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ ჩატარდა. მათ წინააღმდეგ ბრალდებები ბოლო ოცი წლის განმავლობაში ფულის გათეთრების, გამოძალვისა და თაღლითობის ფაქტებს ეხება. დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, ამდენად ჯეჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.
"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, დაკავებულების აშშ-ში ექსტრადირება განხორციელდება. ფიფა-ს წევრები ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასაწრებად იყვნენ ჩასულები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.