ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების სამსახურს ჯიპის ტიპის სპეცმანქანა გადაეცა. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულადაღჭურვილი და სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გათვლილი ახალი მანქანა მუნიციპალიტეტისთვის „ძვირფასი საჩუქარია".

„გადმოგვეცა ერთი მანქანა. ძალიან მაგარი მანქანაა - მაღალი გამავლობის, ამ მანქანით ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი იქნება მისვლა შესაძლებელი, დიზელზეა. მე მთავარი ექიმი ვიყავი, მესმის ამ კუთხით. ერთი სიტყვით, ძვირფასი საჩუქარია. ჩვენ გვყავდა ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი მანქანა. ახალი მანქანის მოყვანის შემდეგ, ერთი უკვე არსებული მანქანა წაიყვანეს, ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში მეორე მანქანასაც გამოგვიცვლიან და ისევ ჯიპის ტიპის სპეცმანქანას გადმოგვცემენ. ამ ეტაპზე კი, ორი მანქანა გვყავს, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჭიროებებს თავისუფლად აკმაყოფილებს. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანად მთავრობას, ასეთი კარგი საქმის გაკეთებისთვის", განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტს ახალი მანქანა გუშინ გადაეცა. ავტომობილი მუნიციპალიტეტში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.