ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის 123–ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები პოეტის ძეგლის პატივგებით დაიწყო. ძეგლი გვირგვინით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შეამკეს, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ჭყვიშში, ტაბიძეების სახლ–მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც ახალგაზრდებმა მხატვრულ–ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. პერფორმანსით ტიციან ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება, მის მშობლიურ მხარეში, კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

პოეტის იუბილე ვანის კულტურის ცენტრში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით - "ბულბულის ნისკარტი", დასრულდა.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.