2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიულ ცენტრში ბენეფიციარების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპელიტეტის მერია და საკრებულო შეურთდნენ.
„როგორც მოგეხსენებათ, გაერომ 2007 წლის 18 დეკემბერს 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ ამ დღეს აღნიშნავს ჩვენი ქვეყანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ მოხდეს ამ კატეგორიის ადამიანების დისკრედიტაცია და მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვნ წევრებად. დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია", განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, საზოგადოების ინფორმირებულობას, რათა ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.
გარდაბნის მერია, 2018 წლის სოციალური პროგრამის შესაბამისად, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების მეურვეებს, საბანკო ანგარიშზე 250-250 ლარს ჩაურიცხავს.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.