დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ვაშინგტონში შეხვედრა შესთავაზა
02-04-2018, 22:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც 20 მარტს შედგა, რუსეთის პრეზიდენტს ვაშინგტონში ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა, განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

 


„თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები არ იტყვიან უარს თავიანთ წინადადებაზე განხილონ სამიტის გამართვის შესაძლებლობა. როცა ჩვენი პრეზიდენტები საუბრობდნენ ტელეფონზე, ტრამპმა შესთავაზა პირველი შეხვედრა გაიმართოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში“, განაცხადა უშაკოვმა ბრიფინგზე.

 


ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამგვარი კონტაქტის შესაძლებლობა წლის პირველ ნახევარში არ განხილულა.

 


„ამ საუბრის შემდეგ, რომელიც კონსტრუქციულ, საქმიან ხასიათს ატარებდა, ბევრ საკითხთან შემხებლობას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში მორიგი წყვეტა მოხდა - 60 დიპლომატის გაძევება, გენერალური საკონსულოების დახურვა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ რუსული მხარე იძულებული გახდა ადეკვატური სარკისებური პასუხი გაეცა“, ხაზი გაუსვა უშაკოვმა.

 


მან დაამატა, რომ ამ მიზეზის გამო, 20 მარტის შემდეგ ლიდერების შეხვედრის ორგანიზების აკითხი არ წამოწეულა.

 


პუტინი და ტრამპი პირისპირ ორჯერ შეხვდნენ. გასული წლის ივლისში პრეზიდენტებმა ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართეს, რა დროსაც ორმხრივი ურთერთობების საკითხები, სირიისა და უკრაინის კრიზისები განიხილეს. ნომბერში კი აშშ-ის და რუსეთის ლიდერები დანანგში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის მიმდინარეობისას შეხვდნენ. ამის შემდეგ კი აშშ-ის და რუსეთის სახელმწიფოთა მეთაურებს არაერთხელ ჰქონდათ სატელეფონო საუბრები. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი