ირაკლი ღარიბაშვილი: ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა
27-05-2015, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე განაცხადა.


მისი თქმით, ოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტია საზღვრებს იქით გასული, თუმცა რეალურად ეს შეიძლება იყოს მილიონნახევარი ან ორი მილიონი.

 
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი ოჯახის გასვლა საზღვარგარეთ და მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნებულა საქართველოში. ვეძებთ იმ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში. ვეძებთ იდეას, რაც იქნება მათთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გადააწყვეტინებს მათ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, ასეულობით და ათასეულობით წარმატებული ქართველია მთელ მსოფლიოში მიმოფანტული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 


"სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათზე ვინც საზღვარგარეთ არის წასული", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი