სს გეს „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობამ 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
03-04-2018, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის 28 მარტს 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე, ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელი პირებთან ერთად, ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

 

 

 

 

ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს „საქრუსენერგოდან“ აცნობეს.

 

 

 

 

 

მათი ინფორმაციით, 2018 წლის 23 მარტიდან 05 აპრილის ჩათვლით 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შეკეთებაში იმყოფება და მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც  იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურისა და განმბრჯენების შეცვლის, ასევე მარყუჟების რეკონსტრუქციის სამუშაოებს, ეგხ-ს მაღლივ დათვალიერებას მოიცავს.

 

 

 

 

 

„შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ეგხ „იმერეთზე“ იზოლატორების შეცვლის სამუშაოებს „საქრუსენერგოს“ პერსონალთან ერთად კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციის მიზნით. სხვა სარემონტო სამუშაოებთან ერთად, 500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჯამში შეიცვლება 5 500 ცალამდე იზოლატორი, რაც მოახლოებული წყალდიდობის სეზონისათვის მნიშვნელოვნად აამაღლებს გადამცემი ხაზის უსაფრთხოებას და საიმედოობას", აცხადებენ „საქრუსენერგოში“.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი