მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ
03-04-2018, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. როგორც იგი  „ნაციონალური მოძრაობის" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება არსებული სოციალური პირობების გაუმჯობესება. მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის განხორციელებას შეუდგება „ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც სააკაშვილის განცხადებით, წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა მოხდეს.

 

 

„მინდა, „ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოგმართოთ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირეიბთ. მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როდესაც ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას. ამ გაუარესებულ ეკონოიკურ მდგომარეობას აქვს თავისი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და ეს მიზეზი არის ის მაფია, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის მართვის პროცესში. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლების რუსეთიდან. ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და ბარამდენიმე ბანკის მეშვეობით დაკავებულია ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით, ყველაფრის ხელში ჩაგდებით, თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მევალედ ქცევით.

 


ჩვენ ამ მაფიას, მე მიხეილ სააკაშვილი ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს - წვრილმან და საშუალო ქართულ ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ხელფასები.

 

 

მე ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების შეცვლის შედეგ და ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი - ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც გაზარდა პენსია 11-ჯერ საქართველოში.

 

 

ბევრად მეტად გავზრდიდი, რომ დამცლოდა მაშინ.... მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი ეს არის განათლება - მასწავლებლებს ჩვენ მუდმივად ვუზრდიდით ხელფასებს, არა ისე როგორც მე მინდოდა, მაგრამ რომ ვუყურებ ციფრებს, თავისუფლად, ხელისუფლების გამოცვლისთანავე, მასწავლებლის ხელფასი შეიძლება მინიმალური გახდეს 100 ლარი და ბევრი კატეგორიის მასწავლებელს მიეცეს ამაზე ბევრად მეტი. პოლიციელები - პოლიციელები არიან დღეს ყველაზე გაუბედურებულ მდგომარეობაში. კრიმინალმა იმატა. მათ უფროსობა უქმნის პრობელემებს და აძლევს უკანონო დავალებებს. ნეპოტიზმი, კორუფცია, ხელისგადაფარება დამნაშავეებზე - ყველაფერი ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. პოლიციელის მინიმალური ხელფასი, იმ რისკის გათვალისინებით, რომელიც აქვს ამ პროფესიას და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი პოლიციელი გარბის ქვეყნიდან, ეგრევე ფახდება 2 000 ლარი....

 


მე ვაპირებ ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა, ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით", აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები: 1
#1   David
      
ეს ისევ იტყუება (თუმც ძაღლის კუდს რა გაასწორებს), ჯერ ერთი ხომ ვერ გაიხსენებს ბანკების არაპროფილური ბიზნესი ვინ დააკანონა? მეორე, ორი საპრეზიდენტო ვადა არ ეყო ამ შეჩვენებულს? მესამე, როდის იტყუება, როცა ამბობს უკრაინაშია ჩემი ინტერესებიო თუ ახალა, როცა საქართველოს გადასარჩენად ტანსაცმელს იგლეჯს? არჩევნების დრო მოდის და საფრთხობელა ასრულებს თავის ბნელ მისიას, ჩაიდებს თავის დამპალ მილიონებს! მერე უკრაინაში წავა საშოვარზე... საქართველოს და უკრაინას პირველ რიგში ჭირდება ლუსტრაციის კანონი და არა მიშიკო! ყოფილი კგბ-ჩნიკები არ არსებობენ, მათ არმიას ეკუთვნიან მიშიკო და ბიძამისი! კგბ-ს და კომპარტიის წევრებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობა, მანამდე არაფერი გვეშველება!
3 აპრილი 2018 10:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი