გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, უილ ჰარდს შეხვდა
03-04-2018, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი იყო პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკელი კონგრესმენის, უილ ჰარდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი.

 

 

„მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გასული 2017 წელი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების წარმატება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას. კონგრესმენმა ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემო დადებითად შეაფასა.

 

 

პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკელმა კონგრესმენმა უილ ჰარდმა ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. კონგრესმენის თქმით, აშშ დიდად აფასებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

 

 

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესმენ უილ ჰარდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი