„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება.
ნიკა მელია აცხადებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ საქართველოსთანაა დაკავშირებული.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან არც არასოდეს წასულა და მისი მომავალი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული საქართველოსთან. ის, ალბათ, ჩვეულებრივად დაბრუნდება, რომელიმე ევროპული ქვეყნიდან აიღებს ბილეთს და ჩამოფრინდება, ისე, როგორც საქართველოს ნებისმიერი რიგითი მოქალაქე.
მისი მომდევნო პოლიტიკური საქმიანობა იქნება დაკავშირებული მხოლოდ საქართველოსთან. მისი ეს ხუთწუთიანი მიმართვა ცხადყოფს ამას“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.