პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ.
გაჩეჩილაძემ და ვაშაძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსენენ.
განხილვის დროს, გია გაჩეჩილაძემ მიმართა გიორგი ვაშაძეს და განაცხადა, რომ კაზრეთში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ხელისუფლებასაც იუსტიციის სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილებების გამო. გაჩეჩილაძის განცხადებას ვაშაძის უკმაყოფილება მოყვა, რის შემდეგადაც ვითარება დაიძაბა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.