როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თსუ-ში მიმდინარე პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე განაცხადა.
პატრიარქმა ქართული დიასპორა დალოცა და მათ საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაძლიერდეს მათში ეროვნული თვითშეგნება, გაიგონ ვისი მიწაწყლისანი არიან, გაიგონ, რომ როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. გისურვებთ, რომ მალე დაუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ და არა სხვამ", - განაცხადა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.