თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი ავტომობილები გადაეცა
03-04-2018, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს „ფიატის“ მარკის უახლესი მოდელის ათი ავტომობილი შეემატა, რომლითაც მოძველებული ავტომანქანები ჩანაცვლდა.

 

 

სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასთან და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს კიდევ 70 ახალი ავტომობილის შეძენაა დაგეგმილი.

 

 

„დღეს თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს ათი ახალი ავტომობილი გადაეცემა. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მომავალ წელს, 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი. ეს არის იმისთვის, რომ სერვისი გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება არავის დასჭირდეს, თუმცა, სერვისი მაღალი დონის იქნება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ახალი ავტომანქანები გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობითაა აღჭურვილი და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

 

 

დღეისთვის, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სამედიცინო წესით აღჭურვილ 97 სპეცმანქანას ითვლის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი