ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს საჩუქრად ახალი მამოგრაფი გადაეცა
03-04-2018, 16:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს საჩუქრად ახალი მამოგრაფი გადაეცა.

 

 

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს ეწვივნენ და ცენტრისთვის საჩუქრად გადაცემული თანამედროვე ციფრული მამოგრაფის მუშაობას გაეცნენ.

 

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, Siemens-ის ფირმის ახალი მამოგრაფი ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს საჩუქრად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ( IAEA) გადასცა. ტექნიკის გადმოცემასთან ერთად, სააგენტომ Siemens-ის სპეციალისტების დახმარებით უზრუნველყო ეროვნულ სკრინინგ ცენტრში რადიოლოგებისა და მამოგრაფერების გადამზადება.

 

 

ეროვნული სკრინინგ-ცენტრი თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გამოკვლევები სრულად ფინანსდება.

 

 

უფასო გამოკვლევები მოიცავს:

 

 

ძუძუს კიბოს სკრინინგს ქალებისთვის 40-დან 70 წლის ჩათვლით;

 


საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს ქალებისთვის 25-დან 60 წლის ჩათვლით;

 


პროსტატის კიბოს სკრინინგს მამაკაცებისთვის 50-დან 70 წლის ჩათვლით;

 


კოლორექტული კიბოს სკრინინგს განურჩევლად სქესისა 50-დან 70 წლის ჩათვლით;

 


ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევას ქალებისთვის 25-დან 70 წლის ჩათვლით.

 


ეროვნული სკრინინგ-ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის განცხადებით, ძუძუს კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება მამოგრაფიული გამოკვლევა ორ პროექციაში (ორი რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), მამოლოგის მიერ გასინჯვა, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა.

 

 

„თბილისის მერია რამდენიმე წელია ახორციელებს ნაადრევ ეტაპზე დაავადებათა კონტროლს და ყველა ადამიანს, ვინც თბილისშია რეგისტრირებული, უფასოდ შეუძლია ჩაიტარონ გამოკვლევები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების ნაადრევ ეტაპზე გამოვლენა მისი დამარცხების წინაპირობაა“, აღნიშნა სოფო ხუნწარიამ.

 

კომენტარები: 1
#1   LanmazFug
      
Народ кто желает играть в современные игры на высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный интернет).
Читайте статья по настройке компа здесь.
Видео по установке и настройке смотрите тут.
Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
11 მაი 2018 04:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი