ონის მერიის ორგანიზებით და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა.
დასუფთავდა სამხატვრო და მუსიკალური სკოლის, ბაგა-ბაღის ეზოები, მერიის, საკრებულოს, მოედნის, სასაფლაოს, ჭალის, მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიები, გიგა ჯაფარიძის სახელობის პარკი და მოედნის სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაირგა ცაცხვის, პავლონიის, ინდური იასამნის ხის ნერგები. მსგავსი სახის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.