31 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცხეთის სამედიცინო ცენტრმა მოაწყო უფასო სამედიცინო აქცია. აქციის ფარგლებში ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ უფასო სამედიცინო კონსულტაციებით ისარგებლა.
მოსახლეობამ ლაბორატორიული და ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევები მიიღო ცენტრის სხვდასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმებისაგან, კერძოდ: ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ნეიროქირურგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ტრავმატოლოგი, თავ-კისერის ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი (ყელყურის ექიმი), გინეკოლოგი, მამოლოგი, პედიატრი.
სამედიცინო აქციას ხელმძღვანელობდა მცხეთის სამედიცინო ცენტრის ქირურგიის ხელმძღვანელი - გეგა თოფჩიშვილი. მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.