„სტერეო +“-ის დირექტორი და კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
03-04-2018, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სტერეო +“-ის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია და კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი, დავით ზილფიმიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

 

 

„საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობთ იმ ვითარებაზე, რომ შპს „სტერეო+“-ზე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებელ მულტიპლექს-ოპერატორზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მის ხელში ჩაგდების მიზნით, ამგვარ საქმეებში საკმაოდ გამოცდილ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის მიერ.

 

 

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2012 წლის მაისში, შპს „სტერეო+“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელდა შპს „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ ოფისების დარბევა, მათში განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურის ქურდობა და საკომუნიკაციო ქსელებისა და ავეჯის დაზიანება.

 

 

ყველაფერი ეს, ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა დავით ბეჟუაშვილის დაქვემდებარებული პირების მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით.

 

 

2012 წლის დეკემბერში „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები და შეკრებილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ დამნაშავეებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა იმ პირებთან, ვისაც კანონით ევალება დანაშაულის ფაქტის გამოძიება, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათთვის ბრალდების წაყენება.

 

 

დაუსჯელობით გათამამებულმა პირებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებელ დავით ზილფიმიანზე და სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით მიმართეს სასამართლოს მისთვის 266 000 ევროს დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მხარეთა დასწრებისა და მათთვის შეკითხვების დასმის გარეშე, 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, გააუქმა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის შპს „Chemexim International”-ის სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდეგაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც უნდა მოჰყვეს შპს “სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის დაყადაღება და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება.

 

 

მიგვაჩნია, რომ შპს “სტერეო +“-ში 50% წილის იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი თავისუფალ მედიასაშუალებებში წილების უკანონდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედიასივრცის განვითარებასა და დამკვიდრებას.



ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებისა და პროკურატურაზე, რითაც გრძელდება მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის.

 

 

ამ მასიური უსამართლობის პირობებში კომპანია იწყებს ბრძოლას მის ხელთ არსებული ყველა რესურსითა და საშუალებით.

 

 

დახმარებისთვის მივმართავთ როგორც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც დღემდე მონდომებით უწევდა დახმარებას ქვეყნის ციფრული მაუწყებლობის განვითარებას, ასევე პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ უსამართლობაზე, ასევე თანადგომისთვის მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას, საერთაშორისო და დიპლომატიურ უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება", აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი