სნეპ: „ხელისუფლება არ აპირებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას!“
03-04-2018, 19:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია საქართველოში გარდაუვალია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ეს ახლა გაეკეთებინა, თუმცა უდავოა, რომ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა თავის სახეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. პლატფორმა მზად იყო და კვლავაც ღია რჩება ითანამშრომლოს პოლიტიკის ცვლილებისთვის, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით იმ პროცესის მონაწილე და მხარდამჭერი, რომელიც არსებული პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას არ მოიაზრებს და კოსმეტიკური ცვლილებებით გეგმავს შეასუსტოს საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება.

აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ს საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმიდან აცნობეს.

 

ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტი შემუშავებულია წამყვანი ქართველი ექსპერტების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში მომუშავე მრავალი ორგანიზაციის, უფლებათადამცველების, ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების, სათემო ჯგუფების და მრავალი სხვა დაინტერესებული ადამიანის მონაწილეობით. პროექტი ეფუძნება დღეისათვის დაგროვილ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. კანონპროექტი შეაფასეს და მხარი დაუჭირეს ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS), ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია (Global Commission on Drug Policy), ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმი (IDPC).

 პაკეტი ითვალისწინებს არსებული უსამართლო, ირაციონალური, ადამიანების დევნაზე, დამცირებასა და ჩაგვრაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის კომპლექსურ რეფორმას. ცვლილებების მთავარი მიზანი არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მასშტაბის შემცირება და მოხმარებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების შემცირება საქართველოში. პროექტი გულისხმობს ქვეყანაში ეფექტური პირველადი პრევენციის პროგრამების დანერგვას საგანმანათლებლო სისტემაში და წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამების განვითარებას. რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს ძალოვან სტრუქტურებს ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და არ არიან ჩართულნი მათ უკანონო გავრცელებაში, ნაცვლად ციხისა, გადაამისამართონ იმ დაწესებულებებში, სადაც ადამიანებს დაეხმარებიან მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.

ნარკოპოლიტიკის თემაზე ხელისუფლების რიტორიკა მკვეთრად განსხვავდება მათი ქმედებებისგან. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა გამოსვლებში მრავალგზის იქნა გაჟღერებული ნარკოპოლიტიკის რეფორმირების აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა არ ხდება. ამის მთავარ მიზეზად სახელდება კანონპროექტის ოპონენტთა მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებული პოტენციური რისკების თაობაზე და მმართველ გუნდში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო არცერთი “არგუმენტი” არ არის დასაბუთებული და სანდო მონაცემებით გამყარებული.

ყველა ეს მოსაზრება ეფუძნება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პირად, ვიწრო და მიკერძოებულ შეხედულებას, არაჯანსაღ სტერეოტიპებს და ცვლილებების იდეოლოგიურ მიუღებლობას. ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ნარკოპოლიტიკის ნებისმიერი ცვლილების მიუღებლობა ტრადიციულად განპირობებულია სპეციფიური ინსტიტუციური ინტერესით, შეინარჩუნონ არსებული რეჟიმი. მოქმედი კანონები აძლევს მათ შესაძლებლობას განახორციელონ ზეწოლა მოსახლეობის მაქსიმალურად ფართო ჯგუფებზე, დაშინების გზით დაიყოლიონ ადამიანები თანამშრომლობაზე და აიძულონ მომხმარებელთა ოჯახები გადაიხადონ საპროცესო შეთანხმების სახით უზარმაზარი თანხები.

გარდა ამისა, ნარკოტიკული მუხლები ტრადიციულად რჩება პოლიციისთვის დანაშაულის გახსნის სტატისტიკის გაუმჯობესების ყველაზე მოსახერხებელ გზად. სამწუხარო რეალობად იქცა სამართალდამცავთა მხრიდან სურვილის და უნარის ნაკლებობა დათმონ კრიმინალთან ბრძოლის საბჭოური მიდგომები და აითვისონ და დანერგონ დანაშაულის გახსნის თანამედროვე ცივილური მეთოდები. სინანულით აღვნიშნავთ, რომ რეფორმის არსის დისკრედიტაციის მიზნით, მოწინააღმდეგეები ხშირად ახდენენ მონაცემების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ან მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რითაც შეყავთ შეცდომაში საზოგადოება. ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ შემოთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტი არის არაადეკვატური პასუხი შექმნილ ვითარებაზე.

გაკვირვებას იწვევს ორი წლის წინ შემუშავებული და ექსპერტების მიერ გაკრიტიკებული “ოდენობების კანონპროექტის” რეანიმაცია. შემოთავაზებულია რვა ნივთიერების არაადეკვატურად დაბალი ოდენობები. ავტორები ვერ ასაბუთებენ თუ რა პრინციპით მოხდა ამ ოდენობების დადგენა. ცალსახაა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ მოახდენენ ზეგავლენას არსებულ სიტუაციაზე. ამ ოდენობების დამტკიცების პირობებში, ისევე როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, იმ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, ვინც შეიძლება მოიხმარდეს და/ან ფლობდეს პირადი მოხმარების მიზნით კონტროლირებად ნივთიერებებს, და არ არის ჩართული მათ უკანონო გავრცელებაში, კვლავ მრავალი წლით იქნება გამოკეტილი საპატიმროში.

გარდა შინაარსობრივი ირაციონალიზმისა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში შეტანით, ხელისუფლება უგულებელჰყოფს ნარკოპოლიტიკის კომპლექსური რეფორმის პრინციპს და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის მნიშვნელობას. წარმოუდგენელია ვინმეს ქონდეს პოლიტიკის ქმედითი ცვლილებების გატარების განზრახვა და ამას აკეთებდეს ფრაგმენტული, დანაწევრებული და დროში გაუმართლებლად გაწელილი ჩარევის მეშვეობით. ნათელია, რომ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს პლატფორმის მიერ მომზადებული კომპლექსური განაცხადის დანაწევრებას და მისი პარლამენტში განხილვის პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურებას.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას იხმაროს ყველა ღონე, რათა დაასრულოს საქართველოში წარსულის მახინჯი გადმონაშთი - არაადამიანური, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. პლატფორმა გააგრძელებს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის აქტიურ მხარდაჭერას. ამავდროულად კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მივმართავთ საზოგადოების ფართო ფენებისათვის რეფორმის ჭეშმარიტი შინაარსის და მოსალოდნელი დადებითი შედეგების გაცნობის მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში არ შეიძლება ქონდეს ადგილი ისეთ კაცთმოძულე მოვლენას, როგორადაც იქცა ქართული ნარკოპოლიტიკა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი