საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მასშტაბური სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39,5 მლნ ლარით დაფინანსდება, განხორციელდება დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, დუშეთის, მცხეთის, სენაკის, ბოლნისის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გარდაბნის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების არაერთ სოფელში, ასევე - ქალაქ მარტვილში, გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ უბნებში.
როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2013-2017 წლებში 80 ათას ახალ ოჯახს მიეწოდა ბუნებრივი აირი მთავრობის მიერ განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად.
„ახალი სამუშაოები კი დამატებით 17 517 ოჯახის გაზიფიცირებას ითვალისწინებს, რაც, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.