„ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის
04-04-2018, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.

 


პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს.

 


სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების დამონტაჟება.

 


ასევე, იცვლება მოთხოვნები მანდატურის კანდიდატის მიმართ, კერძოდ, კანდიდატს სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება და უნდა იყოს, სულ მცირე, 21 წლის ასაკის.

 


მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება.

 


ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს.

 

 

„პირადი გასინჯვა" იცვლება „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით", რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.

 


სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

 


ცვლილებების პროექტი, რომელიც განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და ის უახლოეს მომავალში განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი