მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „Персей для детей“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
04-04-2018, 14:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „Персей для детей“-ში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები. მაშველებს ადამიანები ცეცხლმოკიდებული შენობიდან სამაშველო კიბის მეშვეობით გამოჰყავთ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

 

 

 

 

„ხანძარს სირთულით მეორე რანგის კატეგორია მიენიჭა, არიან დაშავებულები, სავაჭრო ცენტრში მყოფი ადამიანები სამაშველო კიბით ჩამოჰყავთ“, განუცხადა საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელმა სააგენტოს.

 

 

 

 

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სავაჭრო ცენტრის ერთი თანამშრომელი, დაზიანებები მიიღო ექვსმა მეხანძრემ. 

 

 

მოსკოვის ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრი, სადაც ხანძარი გაჩნდა, „მალაია სემენოვსკაიას“ ქუჩაზე მდებარეობს და 2009 წლის შემდეგ ფუნქციონირებს. მისი ფართობი 6 000 კვ.მ.-ს შეადგენს. მაღაზია საბავშვო საქონელს - ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს, ავეჯს და ბავშვთა კვებას ყიდის.  მის ერთ-ერთ სართულზე ატრაქციონებით მორთული გასართობი ზონაა მოწყობილი.  

 

 

ინციდენტი კემეროვოს ტრაგედიის გამოძიების ფონზე მოხდა. ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში 25 მარტს გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანის, მათ შორის 41 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი