პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად საპარლამენტო ოპოზიციისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები, ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია.
სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. ოპოზიციურ ძალთა დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს მხარი 55–მა პარლამენტარმა დაუჭირა, 12–მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. თუმცა ხმათა ამგვარი გადანაწილება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იგი საზოგადოებირივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გამხდარიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.