მამუკა მდინარაძე: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი
04-04-2018, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გედევან ფოფხაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მდინარაძე ფოფხაძის გადაწყვეტილებას ნაჩქარევსა და არასწორს უწოდებს.

 

 

„გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი. გადაწყვეტილება იქნა შემდეგნაირად მიღებული, მეორე კანდიდატს, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოდგინა, ჰქონდა საერთო მხარდაჭერა, გუნდში ამაზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ხოლო გუნდის ნაწილის მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება. მე პირადად მხარი მისთვის არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს საშუალება არ წაერთმიათ უმცირესობისთვის და მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება შეცდომად მიმაჩნია. მან მე პირადად ჩამაყენა სიტყვიერად საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება მედიასთან", განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ფოფხაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი