გარდაბნის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს უმასპინძლეს
04-04-2018, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, გურამ თუშიშვილსა და გიორგი ქავთარაძეს უმასპინძლეს და მიღწეული გამარჯვება მიულოცეს.

 

 

შეხვედრის ფარგლებში თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, 2017 წელს სანკტ-პეტერბურგში გამართულ მასტერსის ტურნირზე ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელ გურამ თუშიშვილსა და 2017 წლის დეკემბერში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელ გიორგი ქავთარაძეს ფულადი ჯილდო გადასცეს.

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოვების წესის“ შესაბამისად, ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სპორტის სახეობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენები - ნიკა გვარაძე, ალექსი ფრეწუაშვილი, ელნურ ალიევ უფატ სადიკოვი, გიორგი ცოპურაშვილი, აივენგო რიკაძე, ბექა მელაშვილი, ნიკოლოზ ჭიკაიძე, გიორგი ქაცანაშვილი, დავით დავითაშვილი, თენგიზ შუბითიძე და მწვრთნელები - არსენ შოშიაშვილი, რაუფ სადიკოვი, იმედა ფრეწუაშვილი, ილია გაიხარაშვილი, გურამ ცალუღელაშვილი.

 

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 26 – 29 აპრილს ისრაელში ქალაქ თელ-ავივში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი