საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა liga.net-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში და განაცხადა, რომ მას სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები „ეზიზღება“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას კვლავ შეეცდება, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორი იყო მისი როლი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით, და იყო თუ არა ეს მისი იდეა, ავაკოვი პასუხობს, რომ ეს მისი იდეა არ ყოფილა:
„სააკაშვილი - ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი საკუთარი ლამაზი პოლიტიკური პოზისთვის ყველაფრის გამოსაყენებლად არის მზად. ეს ჩემი შეფასებაა მისი, როგორც პოლიტიკოსის. მზად არის გამოიყენოს მოსახლეობის იმედგაწბილება, მოტყუებული მოლოდინები, იმედგაცრუება, განუხორციელებელი ნათელი იმედები და ანტიკორუფციული აჟიოტაჟი - ყველაფერი ეს, რაც ხალხის მისაზიდადაა საჭირო, რომ შემდეგ მოატყუოს ისინი, პოლიტიკური დივიდენდების ჯიბეში ჩადებით. ჩემთვის ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც სააკაშვილია, საზიზღრობაა. ის კი არც ფიქრობს, რომ ეს ცუდია. მისთვის ეს უბრალოდ და ბუნებრივად არის ის, თუ როგორ უნდა ისუნთქოს, სამწუხაროდ“, განაცხადა ავაკოვმა.
ჟურნალისტი: რატომ დართეთ ნება ასეთ ცუდ ადამიანს, როგორც თქვენ მასზე საუბრობთ, გამოენგრია საზღვარი და უმაღლესი რადას მიმდებარედ ბანაკი გაეშალა?
ავაკოვი: „იყო არჩევანი: ან სისხლიანი შეტაკებები, ანდა ის რაც მოხდა. მესაზღვრეები მე მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ: „გავხსნათ ცეცხლი?“ მე ვპასუხობდი: „თქვენ რა იდიოტები ხართ? არა, რა თქმა უნდა. და მოდი გადავწყვიტოთ: ეს მე მივეცი საშუალება რამდენიმე საზღვრის დამრღვევს საჯაროდ დაერღვიათ უკრაინის საზღვარი, თუ იქ 15 გვამი უნდა გვქონოდა?“
ჟურნალისტი: ამერიკის შეერთებულ შტატებში გვამები იქნებოდა.
ავაკოვი: „თითქმის უეჭველად! ვფიქრობ, სამწუხაროდ, მომავალში, ანალოგიური მცდელობისას - გვამები უკრაინაშიც იქნება... ამ სიტუაციაში მე მივიღე ამგვარი გადაწყვეტილება - არ დამეშვა სისხლისღვრა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ქმედებამ მას ბედნიერება და წარმატებები მოუტანა. ჩვენ ამ ადამიანის, როგორც საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთის მიმართ, ქვეყნიდან გაძევების გზაზე უპრეცედენტო რაოდენობის სასამართლოები ჩავატარეთ და სასამართლო პროცედურამ იდეალურად ჩაიარა“.
ავაკოვი ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება, თუმცა თვლის, რომ უკრაინისთვის უფრო მისაღები, საპარლამენტო მოდელი იქნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.