თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გოგნის საბავშვო ბაღში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. პატარების მიერ წარმოდგენილი ღონისძიება უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ბრწყინვალე აღდგომას მიეძღვნა.
დასასრულს მანუჩარ ფანჩულიძემ დაათვალიერა საბავშვო ბაღი, უშუალოდ ხელმძღვანელისგან მოისმინა საბავშვო ბაღში არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ. მათ დახმარება და გვერდში დგომა აღუთქვა.
ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.