ნოდარ ხადური: “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ ოთხ ადამიანს, დარწმუნებული ვარ, ბევრი გაჰყვება
27-05-2015, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ 4 ადამიანს “ბევრი გაჰყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით”, ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების განცხადებას, სადაც ისინი ეჭვს გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის არჩევნებში პრორუსული პარტიები გაიმარჯვებენ, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არის პროევროპული.

 
“მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არის პროევროპული. ჩვენი ორიენტაციაა ევროპა და ჩვენ ეს არაერთხელ, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ”, – განაცხადა ხადურმა.

 
“ნაციონალური მოძრაობიდან” წასულმა დეპუტატებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებენ.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი