პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქნახშირის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტყიბულში ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, სამთო დარტყმა და ქანების ჩამოშლისას წამოსული ჰაერის ძლიერი ნაკადი გახდა.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ჩვენ შეგვემთხვა და ამ ტრაგედიას ვერაფერი გადაფარავს. კომპანიის წარმომადგენლებთან მე მქონდა დეტალური საუბარი მათ ამიხსნეს თუ რა მოხდა, თვითონ შახტაში. გამოძიება უკვე დაწყებულია, გარდაცვლილები გადაყვანილი არიან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სამი დაშავებული იმყოფება საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
რამდენადაც კომპანიის წარმომადგენლებისგან მე მივიღე ინფორმაცია, თუმცა ჩვენი სამშენებლო ზედამხედველობისა და ინსპექტირების სპეციალისტები უკვე აქ არიან და ისინი უკვე ეცნობიან, ეს იყო სამთო დარტყმა, იყო ჩამოშლა გარკვეულ ადგილას ქანების, რომელმაც გამოიწვია უკვე ჰაერის ტალღა, რამაც გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა", განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინდელის შახტაში დაღუპული 6 ადამიანის ცხედარი რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ იპოვეს. ექვსივე ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ტყიბულში მომხდარი შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.