ირაკლი კობახიძე: „ძალიან მკვეთრი ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია“
05-04-2018, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას.

 

 

ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

 

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი დღეს, ტყიბულის შახტაში დაღუპული ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს კანონმდებლობაზე და აქაც უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ, რომ არის ძალიან მკვეთრი ზომები მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია. ამიტომ, ჩვენ ჩვენი მაქსიმალური ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიების პრევენცია მოხდეს. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი