სამების საკათედრო ტაძარში, დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, წირვა და ვნების კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი ფეხთბანვა შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 12 მღვდელს სიმბოლურად ფეხი დაბანა. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.
„დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როდესაც უფალმა აზიარა „ხორცსა და სისხლსა თვისსა” მოწაფეები. ეს არის ის დღე, როდესაც უფალმა დაბანა „ფერხი მოწაფეთა თვისთა და უჩვენა სიმდაბლე თვისი”.
მე მახსენდება ჩემი კურთხევა ამ დღეს, მე მაკურთხეს დიაკონად და ეს იყო რაღაც უჩვეულო სულიერი ზეიმი. მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ „წმიდათა საიდუმლოთა ხორცისა და სისხლისა”. ღმერთმა ინებოს, რომ საკურნებლად იყოს სულისა და ხორცისა ჩვენთვის”, ბრძანა პატრიარქმა.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა, რომელიც დღეს 19:00 საათზე დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.