გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი 75,000 ევროს გირაოთი გაათავისუფლა
05-04-2018, 22:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, რადგან მისი ესპანეთისთვის „ამბოხების“ საფუძვლებით გადაცემა არასაკმარისად მიიჩნია და კატალონიის ექს-პრეზიდენტი გირაოთი გაათავისუფლა.

 


როგორც BBC იუწყება, შხლესვინგ-ჰოლშტეინის სასამართლომ განაცხადა, რომ პუჩდემონი ჯერ კიდევ საფრთხის წინაშეა, რომ ესპანეთში კორუფციის ბრალდება წაუყენონ და მან მხოლოდ შეაჩერა ექსტრადირება, თუმცა არ გამორიცხა ის.

 


იგი ჩრდილოეთ გერმანიაში გასულ თვეს დააკავეს მას შემდეგ, რაც ესპანეთმა მის დაპატიმრებაზე ევროპული ორდერი გასცა.

 


ესპანეთმა კატალონიის სეპარატისტებს ბრალდება გასული წლის ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების გამო წაუყენა.

 


მადრიდმა კატალონიის ყოფილ პრეზიდენტს ამბოხებაში დასდო ბრალი, მაგრამ გერმანულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ამის ყველაზე ახლო ექვივალენტი გერმანულ კანონმდებლობაში სამშობლოს ღალატი იყო, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ პუჩდემონის შემთხვევაში ძალის გამოყენების ელემენტები არ იყო და ამგვარად, ბრალდება უკანონოდ მიიჩნია.

 


მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთის ქალაქ შხლესვინგის სასამართლომ განაცხადა, რომ შესაძლოა საქმის განხილვა იმაზე პასუხის გასაცემად გაიმართოს, თუ რამდენად კანონიერი იყო საზოგადოებრივი თანხების გამოყენება არაკანონიერი დამოუკიდებლობის რეფერენდუმისათვის.

 


სასამართლომ ამ ბრალდების შესახებ მეტი ინფორმაცია მოითხოვა და გირაო 75 000 ევროთი განსაზღვრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი