ჩინური კომპანია ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის განსავითარებლად 250 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს
27-05-2015, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენაკის გამგეობასა და ჩინურ კომპანია „ტურიზმის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის თანახმადაც ჩინური კომპანია ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის განავითარებაზე მზაობას გამოთქვამს, რისთვოსაც 250 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.


ჩინური კომპანიის დირექტორმა იუან სინ ჯონმა მემორანდუმის გაფორმებამდე სენაკელებს, გამგეობის სააქტო დარბაზში, მენჯის განვითარების პროექტი წარუდგინა. კურორტის აღდგენით სამუშაოებზე 1000-მდე მოქალაქე დასაქმდება, საიდანაც 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.


„პროექტის განხორციელებას დავიწყებთ მაშინვე, როგორც კი ყველა ხელშეკრულება გაფორმდება. მშენებლობის დასაწყისისთვის 300 ადამიანს დავასაქმებთ, შემდეგ კი ეს ციფრი 1000-მდე გაიზრდება. ამ პროექტის მთავარი დანიშნულება ტურიზმის განვითარება, გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების შექმნაა“, განაცხადა იუან სინ ჯონმა.


სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ პროექტს სენაკისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში და შემდეგ ეტაპზე სენაკელები სარგებელს მიიღებენ.


მემორანდუმის გაფორმებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, რეგიონული პროექტების კორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ესწრებოდა. რომელმაც ინვესტორებს პროექტთან დაკავშირებით დეტალური კითხვები დაუსვა.


კურორტ მენჯის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი