შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში საცხოვრებელი სახლების ქურდობის ფაქტები გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ლ.ჯ. და 1998 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს, წალენჯიხაში, 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს. ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს მფლობელობაში არსებული ავტომობილიც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.