თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა ყირიმელმა განუცხადა.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად 80 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია დაიწვა.
„იწვოდა კერძო საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი და სასხვენო გადახურვა. მეხანძრე მაშველების დროული მოქმედებების შედეგად, ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ხანძრისგან მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა”, განაცხადა მამუკა ყირიმელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.