მიხეილ სააკაშვილი: ძალიან დიდი ხანია ასეთი საფრთხე საქართველოს წინაშე არ ყოფილა - მინდა, მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა, გავერთიანდეთ
07-04-2018, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რაც მისი თქმით, დიდი ცვლილებების დასაწყისი იქნება.

 

 

„საქართველოში დიდი ეკოლოგიური უბედურება ხდება. ამბობენ, რომ ამას ივანიშვილი საკუთარი ჯანმრთელობისთვის აკეთებს - მას უნდა საკუთარი ჯანმრთელობა სხვა ქართველების ჯანმრთელობის ხარჯზე. ისევე, როგორც მან შემოღობა ახალ-ახალი მიწები საქართველოში, ის და მისი ოჯახი იღებს ახალ-ახალ ქონებას უფასოდ ყველა სხვა ქართველის ხარჯზე.

 

 

მე ჩემმა მეგობარმა, არაბმა შეიხმა, დაბადების დღეზე რამდენიმე ათეული ათასი უნიკალური პალმის ხე მაჩუქა. ეს ხეები შეგიძლიათ, ყოველდღე ნახოთ. 30 ათასი ხიდან ერთი ხე არ წამიღია სახლში ისევე, როგორც ჩემი პრეზიდენტობის შედეგად არაფერი ქონება არ დამრჩენია. მიხაროდა, რომ ეს ყველაფერი ქართველ ხალხს ეკუთვნოდა.

 

 

ჩემი ფსიქოლოგია და ფილოსოფიაა, რომ ადამიანი არის იმისთვის, რომ სხვებს გაუკეთოს რაღაცა და თავისთვის არაფერი გაიკეთოს, თუ ხარ პოლიტიკაში. მიხაროდა, რომ ეს იყო ანაკლიის ბულვარი, ბათუმის ბულვარი, ქუთაისი, სიღნაღი. ეს აუცილებლად იქნება მომავლშიც! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ეს არის განსხვავება ჩვენს ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას შორის - ჩვენ გვინდოდა საჯარო სივრცე, ყველაფერი ხალხისთვის. მაგალითად, ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა - ყველა ქართველს უნდა ჰყოლოდა ამერიკელი მასწავლებელი. პროგრამა ივანიშვილმა ეგრევე დახურა, რადგან მარტო მის შვილებს და მათ წრეს შეიძლება ჰყავდეთ კარგი მასწავლებელები, მარტო მათ შეიძლება, ჰქონდეთ კარგი შემოსავლი.

 

 

ამასობაში დიდი უბედურება ხდება. გუშინ ისევ დაგვეღუპა მეშახტეები ტყიბულში, რადგან თვეში დამატებით 50 ლარი ენანებათ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როცა ხეების და ათასგვარ აკვიატებაზე წარმოუდგენელი რაოდენობის ფული იხარჯება. ივანიშვილი არის საქართველოს მტერი და საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე.

 

 

მინდა, მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა, გავერთიანდეთ. გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება. ჩვენ გამოგვივა დიდი ცვლილებების მოხდენა უკვე წელს და საქართველოს დახსნა დაცლისგან, განადგურებისგან, რუკიდან გაქრობისგან. ამის საფრთხე რეალურია. ძალიან დიდი ხანია ასეთი საფრთხე საქართველოს წინაშე არ ყოფილა, მაგრამ თუ ჩვენ ამას გავიაზრებთ, აუცილებლად გადავარჩენთ ქვეყანას. ჩვენ ეს გამოგვივა“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გუშინ გავრცელდა.

 

კომენტარები: 2
#2   ნიკა
      
ჩემი აზრი ისაა რომ ამ სატანის ყველა ვიდეო თუ ტექსტური მიმართვა უნდა დაიბლოკოს ყველა სოციალურ ქსელში.ეს არაკაცი,გაბოროტებული და გათახსირებული...
7 აპრილი 2018 14:55
#1  დიანა
      
უხ შე სომეხო არაკაცო,შენ ის სატანა და ანტიქრისტე ხარ,ლუგარის ლაბორატორია რომ ააშენე საქართველოში და ქართველები საცდელ კურდღლებად გამოაყენებინე!
არ გაიხარე შენ,არ გაიხარა შენმა მოდგმამ შე სომეხო პიავკა!
რაო ჩაგივარდა კოვზი ნაცარში უკრაინაში და ისევ საქართველოს განადგურება მოგინდა შე არაკაცო?!
არ გეღირსოთ არც შენ, არც შენს მოდგმას არც შენს ხროვას საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა,ამოწყდი,როგორც ამოწყვიტე უამგავი ქართველი!
7 აპრილი 2018 08:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი