აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 63 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა.
საჩუქრები ბენეფიციარებს მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ასლან საგანელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირადად გადასცეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველ, 10 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებისთვის, სააღდგომო ნობათის დასარიგებლად 3800 ლარი გამოიყო.
ინფორმაციას ამბროლაურის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.