გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თანამშრომლები ნორიოს მცირე საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ხარების დღესასწაული მიულოცა და საკვები პროდუქტები გადასცა.
„მინდა მადლობა გადავუხადო კოორდინატორს, ქალბატონ მაკა თოდუას და ასევე ბავშვთა სახლის თანამშრომლებს მათზე ზრუნვისთვის. ასევე მადლობა საკრებულოს თანამშრომლებს იმ აქციაში ჩართვისთვის, რომელიც მიზნად მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს", განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ GUARDIAN.GE-სთან საუბრისას.
კავშირი „ბავშვი და გარემო" მცირე საოჯახო სახლების კოორდინატორმა, მაკა თოდუამ გარდაბნის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას მნიშვნელოვანმა და საინტერესო ინიციატივებმა გაიჟღერა.
„ასეთი ყურადღება და თანადგომა ამ ბავშვებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დასხდნენ ბავშვებთან, ესაუბრებოდნენ - ბავშვებიც გახსნილად და გულღიად იქცეოდნენ. მე ძალიან მადლიერი დავრჩი ასეთი ადამიანური დამოკიდებულებისთვის. ჰქონდათ ძალიან ბევრი ინიციატივა და საინტერესო წინადადება - გვინდა ხატვასა და ქარგვაზე შევიყვანოთ ბავშვები, ჯერ ჩვენ თავად უნდა შევჯერდეთ რას ავირჩევთ და გაგვიწევენ თანადგომას, რადგან ჩვენი დაფინანსებით, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერ შევწვდებით. იმედი მაქვს, რომ მათი თანადგომა სამომავლოდაც გაგრძელდება. შეგვპირდნენ ასევე ეზოს გალამაზებასაც, დარწმუნებული ვარ, რომ დაგვეხმარებიან. იყო შემთხვევა, როდესაც მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლებმა ბავშვები წაიყვანეს ექსკურსიაზე, წელსაც გვპირდებიან იგივეს. ბავშვები ასევე იყვნენ კონცერტზეც და უახლოეს დღეებშიც აპირებენ მათ წაყვანას ღინისძიებაზე", განუცხადა მაკა თოდუამ GUARDIAN.GE-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.