გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფეხით მოსიარულეებს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) პოლიციის სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია ინციდენტში ეჭვმიტანილი პირიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
სამართალდამცავები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ, თუმცა, მომხდარისთვის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.