დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა
10-04-2018, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილმა პანელის მონაწილეებს საქართველოში ინვესტორთა საბჭოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან კომუნიკაციისა და დიალოგის მიზნით ქვეყანაში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ყველა ბიზნეს ასოციაციას, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციას და ეკონომიკურ ბლოკს.

 

 

„საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ მინისტრია და ბიზნესის ხმა მკაფიოდ და ძლიერად ისმის. ჩვენ პერმანენტული შეხვედრები გვაქვს, რომლის დროსაც ყველა ბიზნეს ასოციაციას აქვს შესაძლებლობა ისაუბროს და წარმოადგინოს ყველა ის პრობლემა, თუკი რამე აქვს კერძო სექტორს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი პლატფორმა , რომლის დანერგვასაც ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

ინვესტორებისა და პირადაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ორი მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვა, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის პანელზე გამოსვლისას განაცხადა.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველომ ორივე ამ მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა და ხელშესახები წინსვლა აქვს.

 

 

„თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ გარანატია, რომ მათი პროდუქტი, მათი ინტელექტუალური საკუთრება, მათი საკუთრების უფლება იქნება დაცული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი