დიმიტრი ქუმსიშვილი შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანს შეხვდა
10-04-2018, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აბუ-დაბიში საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანს შეხვდა.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შეიხის მიერ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ახალი სასტუმროების მიმართულებით.

 

 

„შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა საქართველოში ინვესტიციების გაორმაგება ჯერ კიდევ გასულ წელს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე გამოსვლისას დააანონსა. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული საუბარი საქართველოში ახალი სასტუმროების მიმართულებებით“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომლის ინვესტიციები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღწევს. შეიხის მსხვილ ინვესტიციებს შორისაა „ტერა ბანკი“ და სასტუმრო „ბილტმორი“.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებთან და საემიროების წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის გახსნით დისკუსიაში, სადაც საქართველოს რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

 

 

ამასთან ერთად, პირველმა ვიცე-პრემიერმა დუბაის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინვესტორების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი