ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა- ჯიხაიშში გაზიფიცირების სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. სოფელში, სადაც დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობის 95% უკვე გაზიფიცირებულია. სამუშაოები გრძელდება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე, სპეციალისტები დარჩენილ ოჯახებსაც შეუყვანენ ბუნებრივ აირს.
დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცვნენ. გამგებლის მოადგილე ვასილ ჩხენკელი და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ნუგზარ ციბაძე, სოფელში არსებული პრობლემების შესახებ, მოსახლეობას გაესაუბრნენ.
ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანის საფასურს რაც შეეხება, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი (450 ლარი), რასაც თითოეული ოჯახი ორწლიანი განვადებით დაფარავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.