შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკვე დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც.
მუხლის კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება დასრულდება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრული სურათი ექნება", ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.