გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ მინისტრს შეხვდა
10-04-2018, 19:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთოებების განვითარება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ მინისტრთან დუბაიში.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, პრემიერ მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების გაღრმავებას სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) და მის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უაღრესად აფასებს იმას, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს და ელის, ამ კუთხით, თანამშრომლობის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან პირველი ინვესტიცია 2003 წელს განხორციელდა. 2006 - 2017 წლებში კი, ინვესტიციების მოცულობამ 841.08 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 


მხარეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც ძალაში 8 აპრილს შევიდა და რომელიც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის.

 


აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოში ლიბერალური, სტაბილური, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალი ბიზნესგარემო ჩამოყალიბდა. საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამოც საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ შეთანხმებები ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროკავშირთან.

 


შეხვედრისას მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საკურორტო ზონების განსავითარებლად და სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა მოხდეს სამედიცინო ტურიზმით - ველნესის მიმართულებით მათი დაინტერესება.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სულ უფრო და უფრო მაღალია საემიროებიდან დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით.

 


„ჩვენ გვყავს ინვესტორები ერთის მხრივ, რომელებიც ახლა უკვე გეგმავენ, რომ გააფართოონ საკუთარი საინვესტიციო არეალი საქართველში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ მათ ვესაუბრეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საინტერესოა ინვესტიციების კუთხით და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე და მომავალი წელი იქნება სრულიად ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის", აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 


დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი