პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტით იმყოფება, დუბაის საინვესტიციო ფორუმზე არსებული საქართველოს სტენდი დაათვალიერა, რომელიც სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითაა განთავსებული.
წლევანდელ გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია როგორც უშუალოდ „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო ჯგუფით, ასევე კერძო სექტორით. გაიმართა შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, განსაკუთრებით უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით. ასევე, ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კერძო კომპანიებმა წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და მიმდინარე პროექტები. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო 10-მა კომპანიამ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.