საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პარტიული დისციპლინა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაარღვიეს, როცა პრემიერ მინისტრის საპირისპირო განცხადებები გააკეთეს.
„ეს არ იყო მათი პრემიერ მინისტრის საწინააღმდეგო პირველი განცხადება. შეგიძლიათ ყველაფერს გადახედოთ. ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ. ეს ხალხი ძალიან ჰგავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. ახლა ჯობს თავი შევიკავოთ კონფრონტაციის გაღრმავებისგან. ისინი გუშინდელ შეხვედრას საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ....
ყველა დეპუტატის ჩართულობით შემუშავდება გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რომელსაც ყველა დავთანხმდებით და თუ ვინმე დაარღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. რაც აქ ვართ, პრეტენზია გვაქვს იმის თაობაზე, რომ უმრავლესობაში შეთანხმებული პოზიცია სხდომათა დარბაზში არ სრულდება და უხეში ჩარევა ხდება.
შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის შედგება, ურთიერთობებს ხელს შეუწყობს, რადგან ფურცელი მეგობრობას ამყარებს და ადამიანები წინ რომ დაიდებენ, ეცოდინებათ, რომ ისინი არავის უფროსები არ არიან“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.